პრობლემური ავტო სესხების ოფიცერი – ქუთაისი

ივნისი 22, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

“კრედო ბანკი” 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

თანამდებობა: პრობლემური ავტო სესხების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები-პასუხისმგებლობა:

** მიმდინარე ვადაგადაცილებული პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** მომხმარებლის ვადაგადაცილებისას გაფრთხილების წერილის გაგზავნა;
** სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებლებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გირავნობის მოწმობის აღება და სააღსრულებო ბიუროში შეტანა;
** სააღსრულებოს მიერ დაგირავებული მანქანის ძებნა-დაკავების საკითხზე, მანქანის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა საქართველოს მასშტაბით;
** მანქანის მოძებნისა და დაკავების შემდეგ, 112-ის საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილისთვის ფოტოს გადაღება და საჯარიმოდან გადმოყვანის უზრუნველყოფა, პარტნიორი კომპანიის პარკინგზე მანქანის შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის მესაკუთრისთვის გადაცემა;
** ამოღებული თანხების სწორად გატარების კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი, საქმიანობის კოორდინირება პრობლემური ავტო სესხების მენეჯერთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
** სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ავტომობილისა და მართვის მოწმობის ფლობა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი, მაგ: ” პრობლემური ავტო სესხების მენეჯერი ქუთაისში”.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი