საკრედიტო გუნდის ლიდერი – ლანჩხუთი

ივნისი 30, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო გუნდის ლიდერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლანჩხუთი
სამუშაო განაკვეთი: სრული

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. “კრისტალი” უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის შექმნაზე/ზრდაზე ზრუნვა და პორტფელის მართვა;
** დასახული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა;
** მონაწილეობა მომხმარებლის საკრედიტო განაცხადების განხილვაში მინიჭებული ლიმიტის ფარგლებში;
** გაცემული სესხების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და პროგრამაში შედეგების ასახვა;
** დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება;
** გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
** გუნდის შექმნასა და დაკომპლექტებაში აქტიური ჩართულობა;
** დამტკიცებული / გაცემული სესხების ფაილინგის შემოწმება და სრულყოფილების კონტროლი
** სხვა

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** საბაკნო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
** რეგიონის მიკრო-საკრედიტო ბაზრის ცოდნის სათანადო დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდის მართვის და შეკვრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმარების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2022 წლის 03 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.