საკრედიტო ადმინისტრატორი – წყალტუბო

ივნისი 30, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს შიდა ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: წყალტუბო
კონტრაქტის ტიპი: დროებითი (6-12 თვის ვადით).

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. “კრისტალი” უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამაში არსებული მონაცემების სიზუსტის კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი ჩასწორების უზრუნველყოფა
** სესხზე თავდებობის, გირავნობის, იპოთეკის და სხვა უზრუნველყოფის დამატება პროგრამაში
** კომიტეტის მიერ დამტკიცებული ოქმის, შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება და მხარეების მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა
** სესხის ფაილინგი არსებული წესის მიხედვით ორგანიზებულად და დაცულად შენახვა და აღრიცხვა
** ხელშეკრულების ცვლილება
** კლიენტისთვის დავალიანების შესახებ ცნობის, უზრუნველყოფის განთავისუფლების ცნობის, სესხის ამონაწერის, გზავნილების ამონაწერის მომზადება შიდა პროცედურების დაცვით
** ხელშეკრულებების დასკანირება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით
** სხვა ფილიალების მომხმარებლების მომსახურება შიდა სტანდარტის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტების მიწოდება ფილიალისთვის
** ცენტრალურ არქივში გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება
** გასული და შემოსული წერილების რეგისტრაცია

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ორგანიზებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2022 წლის 04 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.