Სამსახურის აღწერა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
გრაფიკი: მოქნილი
ვაკანსიის რაოდენობა: ფილიალში მინიმუმ 2 სტაჟიორი.
“კრისტალი” ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ჰყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.
“კრისტალი” გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** დასაქმების რეალურ შანსს;
** ანაზღაურება სტაჟირების მეორე თვიდან;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მენტორების და სხვადასხვა სასწავლო პლატფორმების დახმარებით თეორიული ცოდნის მიღება;
** სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის შესწავლა;
** საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება ან ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** ინიციატივიანობა
დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.