ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი – თბილისი, ქუთაისი

მაისი 18, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. “კრისტალი” უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

“კრისტალი” გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პროცესში ჩართულობა
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და ტექნიკური კონტროლების აღსრულების მონიტორინგი
** ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა
** ტექნიკური წვდომების მოთხოვნების ანალიზი და ვალიდაცია
** პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ჩართულობა:
** სხვადასხვა წყაროებიდან სისუსტეების და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი
** უკვე არსებული უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი, ახალი სისტემების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასებაში მონაწილეობის მიღება
** პოლიტიკებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგში მონაწილეობის მიღება

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული / კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების ცოდნა
** ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების კონტროლების ცოდნა
** ინფორმაციული ტექნოლოგიების, IT რისკების მართვის, ინფორმაციული ან/და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება – სასურველია;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ცოდნა/სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (SIEM, DLP, PAM, WAF, Network Firewall, IDS/IPS და ა.შ)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2022 წლის 22 მაისის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.