პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელმძღვანელელი – ქუთაისი

მაისი 25, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისის ან თბილისის სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით.

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს 1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

“კრისტალი” გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და პროგრამების მონიტორინგი.
** პროგრამის ავტორებთან და შესაბამის მომწოდებელთან კოორდინირებული მუშაობა
** სისტემების ახალი ვერსიებისა და ცვლილებების ტესტირება და დანერგვა
** სისტემების გამართული მუშაობისა და შეფერხებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** სხვადასხვა ჯგუფებისათვის ბიზნეს აპლიკაციებში წვდომის დონის განსაზღვრა
** საშტატო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება
** პაროლების ცვლილება, განბლოკვა
** თანამშრომლების კონსულტაცია პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე
** შემოსული ზარებისა და წერილების დამუშავება, შესაბამისი რეაგირება
** ბეჭდვით ფორმების დამატება/ცვლილებების შეტანა
** ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საბანკო პროგრამა ALTA-ში და შესაბამისად საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესული სიტუაციების მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კრეატიულობა, ინოვაციურობა
** პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** კოლეგიალობა, გუნდურობა

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.