უნივერსალური მოლარე – ქუთაისი

სექტემბერი 5, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
** განაკვეთი: სრული – არასტანდარტული;
** დასვენების დღეები – კვირაში 2 დღე;
** სამუშაო საათები კვირის განმავლობაში არ აღემატება 40 სამუშაო საათს.

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის განმავლობაში მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების კუთხით.

“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

“კრისტალი” გთავაზობთ:

** პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების შეფასება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (სასურველია);
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2022 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=0g_vPeiHYEetBG7Nuo9o2Zi8w3A7foBOg6PajFG6FFlUQThUWlJGM05QQzdQNVpKRU04MVlEQ1BTQy4u&wdLOR=c1F2A23CC-16E0-4E93-9113-02F9BA8C53F1

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.