ლიბერთი მობილური ბანკის მოლარე-ოპერატორი – რეგიონები

ოქტომბერი 18, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ახალი “ლიბერთი” – ახალი ცხოვრებისთვის!

ვაცხადებთ ვაკანსიას რეგიონებში ლიბერთი მობილური ბანკის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გურია, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა

შესარჩევი ეტაპი:

** კანდიდატების ონლაინ ტესტირება-გასაუბრება;
** მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული ონლაინსწავლება.

ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, თქვენ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი!
დასაქმდებით ჩვენს ფილიალებსა და მის დაქვემდებარებულ სერვი-ცენტრებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ყოველთვიური ხელზე მისაღები 470 ლ + გამომუშავებული ბონუსი.

როგორ მოგვმართოთ:

თუ თვლით, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, 2022 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge “subject line”-ში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეტყობინება: “ლიბერთი ბანკი” პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც “ლიბერთი ბანკისთვის” ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, “ლიბერთი ბანკმა” შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ “ლიბერთი ბანკს” (ვებგვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა “ლიბერთი ბანკში” ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც “ლიბერთი ბანკში” დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.