განვადების მენეჯერი – იმერეთი

ივნისი 13, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ახალი “ლიბერთი” – ახალი ცხოვრებისთვის!

ვაცხადებთ ვაკანსიას განვადების მენეჯერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია.

ფუნქციები:

** კლიენტების მოზიდვა;
** პოტენციურ ან არსებულ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** გეგმების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი ხელზე + გამომუშავებული ბონუსი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruit@libertybank.ge

შეტყობინება: “ლიბერთი ბანკი” პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც “ლიბერთი ბანკისთვის” ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, “ლიბერთი ბანკმა” შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ “ლიბერთი ბანკს” (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge/ka მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა “ლიბერთი ბანკში” ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც “ლიბერთი ბანკში” დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.