მაღაზიის მენეჯერი – ჭიათურა

ივლისი 14, 2022
განაცხადის დასრულება: აგვისტო 12, 2022
განაცხადი

Სამსახურის აღწერა

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ჭიათურა, ორი ნაბიჯის მაღაზია

ჩვენი უპირატესობებია:

** ერთადერთი მაღაზიათა ქსელი, სადაც დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს!
** მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
** დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
** საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
** აღიარების და წახალისების პროგრამები;
** მოქნილი გრაფიკი;
** ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** სავაჭრო პროცესების მართვა – დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა – სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯ” – ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯ” – ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!