შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი – იმერეთი

სექტემბერი 12, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

თუ მეგობრობ ციფრებთან, ფლობ ანალიტიკურ უნარებს, მზად ხარ განვითარებისათვის და გსურს მიიღო გამოცდილება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო გაყიდვების კომპანიაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?

იმერეთის რეგიონში, “2 ნაბიჯის” ფილიალებში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის ინვენტარიზაციის მიზნით, ასევე სააქციო მაჩვენებლების, ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი, საბოლოო ეტაპზე კი ანგარიშის მომზადება და მონაცემების პროგრამაში ასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო დღეების თავად დაგეგმვის შესაძლებლობას – აირჩიე კვირის განმავლობაში სასურველი ხუთი დღე სამუშაოდ. თუ ხარ სტუდენტი, არჩევანის შესაძლებლობა დაგეხმარება სწავლა და სამსახური ეფექტურად შეათავსო
** მეგობრულ სამუშაო გარემოს – სადაც მუდმივად ვზრუნავთ, მხარს ვუჭერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს
საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს – კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფერო ძალიან დინამიკური და სწრაფად ცვალებადია, რაც განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესებს
** ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას (საწვავი, ავტომობილის ცვეთა)
** ჯანმრთელობის დაზღვევას

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 3 თვე – 700 ლარი, 3 თვის შემდეგ – 900 ლარი

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?

მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ. მისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: “შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი – იმერეთი”.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2022 წელი.

“ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯში” თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.