პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი

აპრილი 26, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის და განვითარების განყოფილებაში, პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, სხვა პროგრამებთან ერთად მუშაობს 1C ERP UP პროგრამის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. კომპანიის აქტიურ ზრდასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა მოდულების დანერგვა, გააქტიურება და განვითარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ფუნქციები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში მონაწილეობის მიღება და მისი შემდგომი მხარდაჭერა;
** პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება და მონიტორინგი;
** პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა სახის მონაცემებისა და ბაზების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
** მომხმარებლების მხარდაჭერა მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში, მომხმარებლების ტრენინგი და მათთვის ინსტრუქციების მომზადება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C ERP-UP, 1C ან სხვა ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** WMS (საწყობის მართვა) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows XP7810) ზოგადი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (განსაკუთრებით MS Excel);
** სასურველია კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2022 წელი.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯში” თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

“ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!