ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით – თბილისში

აპრილი 8, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების მიმართულებით არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 18:00

ანაზღაურება: 700 ლარიდან

სტაჟირების ვადა: 6 თვე

ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41

ჩვენ გთავაზობთ:

განვითარების და პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობას;
საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ფუნქციები:

არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
შესყიდვების პროცესისთვის შესაბამისი დოკუმანტაციის წარმოება;
შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა შესაბამის ობიექტებზე;
ბაზარზე ფასების კვლევა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office – Word, Excel, PowerPoint, Outlook.
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
დროის მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 აპრილი, 2022 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯში” თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.