Სამსახურის აღწერა
კომპანია „პრობლემური აქტივების ბიურო“ აცხადებს ვაკანსიას ლეგალ წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება/გრაფიკი:
· ანაზღაურება – ხელფასი 500 ლარი (დარიცხული) +ბონუსი
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
· სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათამდე
ძირითადი მოვალეობები:
აღსრულების ეტაპზე არსებული საქმის წარმოება, კომუნიკაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან, საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები;
დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია და გადახდების კონტროლი;
· პორტფელის სისტემური მონიტორინგი, მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
აუცილებელი ცოდნა:
· უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
· ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel)
უნარები:
პრობლემურ მსესხბლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირები, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.