საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი – ოზურგეთი

August 9, 2022
Apply Now

Job Description

“პრობლემური აქტივების ბიურო” აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში,თბილისში, ზესტაფონში,ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში,გორში.

”პრობლემური აქტივების ბიურო” არის კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პრობლემური პორტფელის მართვის მოქნილ სერვისს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტებთან კონტაქტი; (კლიენტებთან უშუალო და სატელეფონო კონტაქტი);
• მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
• კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
• დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;

მოთხოვნები:
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
• დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
• მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
• შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
• ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

გთავაზობთ : განვითარებას და კარიერულ წინსვლას; სასიამოვნო სამუშაო გარემოს;მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
სტანდარტული 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი 09:30 – დან 18:30 -მდე ;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში და თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს – გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: m.batsashvili@pab.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.