პორტფელის მართვის სპეციალისტი- თბილისი არასტანდარტული გრაფიკი

August 9, 2022
Apply Now

Job Description

“პრობლემური აქტივების ბიურო” აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი. ბეჟან კალანდაძის ქ. 8

 ხარ სტუდენტი?
 ხარ მოტივირებული, იყო ფინანსურად დამოუკიდებელი?
 გსურს დასაქმება, მაგრამ ხელს გიშლის სწავლაში? ვერ იპოვნე სამუშაო მოქნილი გრაფიკით?
”პრობლემური აქტივების ბიურო” არის კომპანია, რომელიც უამრავ სტუდენტს აძლევს დასაქმების და განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს პორტფელის მართვის მოქნილ სერვისს, რომელიც მოიაზრებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების მსესხებელზე მორგებას, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტებთან კონტაქტი (კლიენტებთან უშუალო და სატელეფონო კონტაქტი);
• მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
• კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
• დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი.

მოთხოვნები:
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
• დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი;
• მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
• შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
• ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

რატომ უნდა დაიწყო მუშაობა ჩვენს კომპანიაში?
კომპანიის პრიორიტეტებს წარმოადგენს სრული აქცენტირება თანამშრომლის მოტივირებაზე, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რისთვისაც ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
მცოცავი გრაფიკი – 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება 09:30 – დან 20:30 -მდე ;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: m.batsashvili@pab.ge.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.