ასისტენტი

April 13, 2022
Application deadline closed.

Job Description

პროკრედიტ ბანკი” აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ბანკში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; მათთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურეობის გაწევა;
** მომხმარებელთა მომსახურება მათი საჭიროებების შესაბამისად, ან გადამისამართება საჭიროებისამებრ;
** კლიენტის იდენტიფიკაცია, ვერიფიკაციის მოხდენა;
** ბარათების გაცემა კლიენტებზე;
** კლიენტზე ორიგინალი ცნობებისა და საბუთების გაცემა, შენახვა;
** თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** კლიენტების დახმარება 24/7 საათიან ზონებში, ავტომატიზირებულ სისტემებთან;
** კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** სწრაფად ათვისებისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: geo.hr.department@procredit-group.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ” ასისტენტი”.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 20.04.2022

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს “პროკრედიტ ბანკის” მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს”პროკრედიტ ბანკი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

2 20 22 22
geo.info@procredit-group.com