მიკრობიოლოგიის ლაბორანტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი “სინევო” საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა ფლობდეს მიკრობიოლოგიურ მეთოდებს საბაზისო დონეზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიის სფეროში (სასურველია).
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიკრობიოლოგიის სფეროში (სასურველია).
** ინგლისური ან რუსული ენების კარგი ცოდნა (სასურველია).
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე, არაუგვიანეს 2022 წლის 19 ივნისისა, ელფოსტაზე: vacancy@synevo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის #9
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, 10:00-18:00 საათამდე

“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.