სამედიცინო წარმომადგენელი

May 27, 2022
Application deadline closed.

Job Description

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში “სინევო საქართველო” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის (საცალო და კორპორატიული მიმართულება) პოზიციაზე კახეთში, ქართლში და იმერეთში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან.
** პროდუქტებზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა,
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი (ვერბალური უნარი);
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 9:00-18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა მეილზე: vacancy@synevo.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

“სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.