გაყიდვების კონსულტანტი – რეგიონები

მაისი 16, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს რეგიონებში:

ბათუმში, ბაკურიანში, ბოლნისში, სართიჭალაში, სამტრედიაში, ახმეტაში, მარნეულში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, წყალტუბოში, ზესტაფონში, გურჯაანში, ოზურგეთში, თელავსა და საგარეჯოში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

· ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ სტუდენტი/კურსდამთავრებული;

· ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;

· გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;

· არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან;

· გაინტერესებს საბანკო სექტორი

· სურვილი გაქვს გაიუმჯობესო მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევები.

შენ გექნება შესაძლებლობა:

· შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;

· დაეხმარო მომხმარებელს გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;

· გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;

· წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.

ჩვენ გთავაზობთ:

· სამუშაო განაკვეთს: 10:00-19:00

· 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

· 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;

· ჯანმრთელობის დაზღვევას;

· ფიქსირებულ ხელფასს 350 (-22%) და ანაზღაურებას გამომუშავებით, გაყიდული პროდუქტების/ოპერაციების გეგმის შესაბამისად.

ადგილი სადაც იმუშავებ:

სტანდარტული სერვისცენტრი, Express სერვისცენტრი ან მეტროს სადგურებში მდებარე Express სერვისცენტრი.

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.