Სამსახურის აღწერა
ძირითადი მოვალეობები:
ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციის წარმოება: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა და სწორი კონსულტაციის გაწევა;
მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;
სამუშაო ადგილი:
Express სერვის ცენტრი ან მეტროს სადგურებში მდებარე Express სერვის ცენტრი;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
მომხმარებლების მომსახურების უნარ_ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 6 მაისი, 2022 .