მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი – ქუთაისი

ივნისი 22, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში, მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას:

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვუსრულებთ საბანკო ოპერაციებს.

ვის ვეძებთ?

ყველას – განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.

თუ შენ:

გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;

ჩვენ გთავაზობთ:

საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.

რა ეტაპებს გაივლი შერჩევის პროცესში?

რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან
პირველადი სატელეფონო გასაუბრება
ინდივიდუალური გასაუბრება – კომპეტენციებისა დადგენა / შეფასება;
საბოლოო გასაუბრება დეპარტამენტის დირექტორთან.

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი, 2022