ოპერატორი – ბაღდათი

ივლისი 11, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე ბაღდათის სერვისცენტრში.

ძირითადი მოვალეობები:

** საფოსტო გზავნილების მიღება, გაცემა და მათი პროგრამულად აღრიცხვა;
** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** საფოსტო გზავნილების განაწილება და ჩაბარების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** გასაუბრება;
** 2 ეტაპიანი მომზადება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.