სერვისის ადმინისტრატორი – ბათუმი

ოქტომბერი 4, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ანაზღაურება – 400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:

** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა;
** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას;
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “სერვის ადმინისტრატორი – ბათუმში”.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.10.2022