შესყიდვების მენეჯერი– თბილისი

აპრილი 11, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის (გამარტივებული შესყიდვები) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი – თბილისი, სადგურის მოედანი N 2.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა;
** გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის პროცესის დაწყებამდე, საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლევაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან სამართლის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის, დროის ეფექტურად მართვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

კანდიდატთა შერჩევა:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “შესყიდვების სპეციალისტი”.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25.04.2022