Სამსახურის აღწერა
შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ზესტაფონის სერვისცენტრში.
ანაზღაურება: 750 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა (უნდა შეეძლოს მექანიკის გადაცემათა კოლოფის მქონდე ტრანსპორტის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “კურიერი (ზესტაფონი)”.