Სამსახურის აღწერა
შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორი (არასრული განაკვეთი) თანამდებობაზე ზუგდიდის სერვისცენტრში.
სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი – მოთხოვნისამებრ.
ანაზღაურება – 375 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** MS პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ადაპტურობა/მოქნილობა;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** გასაუბრება ;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 02.10.2022