Სამსახურის აღწერა
შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ზუგდიდში.
ძირითადი მოვალეობები:
სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** MS პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – სერვის ადმინისტრატორი (ზუგდიდი).