დამხმარე სპეციალისტი – ქუთაისი

ოქტომბერი 4, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შპს “საქართველოს ფოსტა” აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში. სამუშაოს ძირითადი მიზანია ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა/გადაადგილება.

სამუშაო განაკვეთი – სრული
ანაზღაურება – 600 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა, დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება – “დამხმარე სპეციალისტი ქუთაისში”.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.10.2022