რეგიონული მენეჯერი – იმერეთი

ივნისი 6, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი “დეილი” აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში ქუთაისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** გაყიდვების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების და არხების იდენტიფიცირება;
** კონკურენტების შესახებ დროული ინფორმაციის ფლობა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფა და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
** რეალიზაციის მუდმივი ზრდა;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** სააქციო პროდუქციის სწორედ განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელური მარკეტების სფეროში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია სასაუბრო დონეზე);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: სამეგრელო
ანაზღაურება: შეთანხმებით, ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.