მთავარი ტრენერი – ქუთაისი

ივნისი 6, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი “დეილი” აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტრენერის პოზიციაზე ქუთაისში:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო კურსების მიხედვით პრეზენტაციების მომზადება;
** ტრენინგ ცენტრის მართვა/განვითარება;
** თეორიული მასალის დეტალურად დაწერა;
** პრაქტიკული სასწავლო კურსის შედგენა;
** ახალი ჯგუფების გადამზადება;
** არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება;
** პერიოდული ტესტირებების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** ცოდნის გადმოცემის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ვაკანტური ადგილი: 1

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge 2022 წლის 10 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.