ბუღალტერ-ოპერატორი – ბათუმი

ივლისი 11, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

“ლაზიკა კაპიტალი” აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტერ-ოპერატორი ბათუმში

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფილიალის (მარტვილის) და საბუღალტრო აღრიცხვიანობის წარმოებაზე როგორც საგადასახადო, ისე შიდაორგანიზაციული სტანდარტების გათვალისწინებით;
** აწარმოებს და მთავარ ბუღალტერს წარუდგენს ყოველთვიურ ძირითად საფინანსო უწყისებს საგადასახადო და შიდა ორგანიზაციული სტანდარტების გათვალისწინებით
** აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებებს თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან
** ზრუნავს სასესხო გაცემების ეფექტურად წარმართვაზე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით
** ახორციელებს საოფისე და კომუნალური გადასახადების დროულად გადახდას და თანხების მოთხოვნათა ორგანიზაციის ბიუჯეტთან შესაბამისობაზე კონტროლს
** ზრუნავს ორგანიზაციის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე
** უზრუნველყოფს ნაღდი ფულისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოებას
** აწარმოებს მსესხებლების მომსახურებას და მიმდინარე სასესხო გადახდების ადმინისტრირებას
** ახორციელებს საბუღალტრო პროგრამების ტექნიკურ ინსპექტირებას და ზრუნავს მათ გამართულად და ეფექტურად მუშაობაზე
** ასრულებს სხვადასხვა საკანცელარიო სამუშაოებს

მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. “სივი” ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge