Სამსახურის აღწერა
ლაზიკა კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სენაკის ფილიალში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
** აწარმოებს ფულადი შეტანების მიღებას ორგანიზაციის კლიენტებისაგან
** აწარმოებს სასესხო თანხების გაცემას ორგანიზაციის მსესხებლებზე
** ახორციელებს ფულადი გადარიცხვების მიღებას
** პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტორიზაციაზე
** პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე
** ახორციელებს საინკასაციო თანხების უსაფრთხოდ მიღებასა და ჩაბარებას
** პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე
** ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს უწევს კონსულტაციას და აძლევს განმარტებებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას
** კლიენტების მომსახურებისას არის თავაზიანი და კომუნიკაბელური.
მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. “სივი” ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge