საკრედიტო ექსპერტი – რეგიონები

ოქტომბერი 4, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. “ლაზიკა კაპიტალი” აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ზესტაფონის, ცაგერის, ქუთაისის, სამტრედიის, მარტვილის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, მესტიის, ოზურგეთის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ხულოს, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ახალციხის ფილიალებისთვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი “ვორდის” და “იქსელის” ზედმიწევნით ცოდნა

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მსესხებლების მოძიება
** მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
** სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
** ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე.

მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. “სივი” ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge