ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი – ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი

ივნისი 22, 2022
განაცხადის დასრულება: ივლისი 17, 2022
განაცხადი

Სამსახურის აღწერა

სს მისო “ლაზიკა კაპიტალი” აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;
** პოტენციური ინვესტორების მოძიება და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ინვესტორებთან შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა;
** ინვესტორებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მისი შემდგომი განვითარება;
** კრედიტორებთან ურთიერთობა და დადგენილი პერიოდულობით მათთვის ანგარიშგების ფორმების გაგზავნა;
** ორგანიზაციის ლიკვიდურობის კონტროლი, საფრთხეების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რაპორტების მომზადება/ანალიზი;
** ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტორებთან ურთიერთობის, ფინანსური მენეჯმენტის ან ფინანსური ანალიზის მიმართულებით;
** აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა. MS Excel-ში მონაცემების დამუშავების უნარი;
** ძირითადი ბუღალტრული გატარებების და პრინციპების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი

მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად მოგვაწოდონ CV მოცემულ მისამართზე: job@lazikacapital.ge