HR მენეჯერი – ზუგდიდი

ივნისი 22, 2022
განაცხადის დასრულება: ივლისი 21, 2022
განაცხადი

Სამსახურის აღწერა

სს მისო “ლაზიკა კაპიტალი” აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსის ადმინისტრირება;
** HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** ახალი კადრების შერჩევა;
** ადამიანური რესურსების აყვანის არხების განვითარება სხვადასხვა რანგის პოზიციებისთვის;
** კადრების შერჩევის პროცესის წარმართვა შესაბამისი ხელმძღვანელი პირების ჩართვით;
** კადრების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და დროული რეაგირება;
** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR, PR ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@lazikacapital.ge