Სამსახურის აღწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. “ლაზიკა კაპიტალი” აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე, ბაღდათის, ცაგერის, ქუთაისის, სამტრედიის, მარტვილი, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, მესტიის, ოზურგეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ხულოს ფილიალებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი “ვორდის” და “იქსელის” ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.
სამუშაოს აღწერილობა:
** პოტენციური მსესხებლების მოძიება
** მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
** სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
** ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.
ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე.
მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. “სივი”, ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: job@lazikacapital.ge