მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსი – ქუთაისი

ოქტომბერი 4, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

“ტერაბანკი” აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე ქუთაისში.

“ტერაბანკი” 22 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქუთაისის ფილიალი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათს:10:00 სთ-14:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გეგმაზე მიბმული ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის კლიენტების საკრედიტო მომსახურება
** ყოველთვიური გეგმის შესრულება
** ფინანსური ანალიზის ჩატარება, პროექტის მომზადება
** საკრედიტო პორტფელის შექმნა/შენარჩუნება

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკური განხრით
** ბანკში ბიზნეს სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების მომზადების მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 17 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას “ტერაბანკი” ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. “ტერაბანკში” კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

“ტერაბანკი” გისურვებთ წარმატებას!