გახდი პროგრესის მასწავლებელი!-მასწავლებლის მოსამზადებელი შიდა პროგრამა

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

გსურს გახდე პროგრესის მასწავლებელი და ასწავლო პროგრესულ თაობას?

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი იწვევს კვალიფიციურ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს ამერიკული საერთაშორისო სკოლისთვის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).

თუ გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრეშეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნე კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScIdZH97ppOBAPSM92H3I20jyx2bLwRzLtJ5QGDVSREgqmkQQ/viewform
ბული კურსის სტუდენტი და კარგად ფლობ ინგლისურ ენას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს სრულიად უფასოდ გაიარო მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა და გახდე პროგრესის მასწავლებელი!

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 15 მაისი 2022 წელი
პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა: 20 მსმენელი
კურსის ხანგრძლივობა: 15 მაისი-30 ივნისი 2022 წელი

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი გთავაზობთ მასწავლებლის მოსამზადებელ მოკლევადიან პროგრამას, რომელიც მოგცემთ ადგილზე სტაჟირებისა და შემდგომ დასაქმების შესაძლებლობას შემდეგ მიმართულებებზე:

მათემატიკა;
ფიზიკა;
ქიმია;
ბიოლოგია;
გეოგრაფია;
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
მუსიკა;
სახვითი ხელოვნება;
დაწყებითის მასწავლებელი;
ინგლისური ენა;
ინგლისური ლიტერატურა;
ქართული ენა, როგორც მეორე ენა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ გეყოლებათ ტუტორი, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ფარგლებში გაგიზიარებთ ცოდნას. ადგილზე სტაჟირების განხორციელების შემდგომ, კი თქვენ გაიუმჯობესებთ მასწავლებლისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

“გახდი პროგრესის მასწავლებელი” პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს, რომლებიც ამავდროულად ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე. იმ აპლიკანტებს, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, თუმცა მათი ინგლისური ენის ცოდნა განისაზღვრება B1 დონით სკოლა იღებს ვალდებულებას კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში ის გადაამზადოს აუმაღლოს ინგლური ენის კომპეტენცია B2 დონეზე.

პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:
განცხადებების გადარჩევა;
ტესტირება;
გასაუბრება.

მონაწილეობის განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.