ლოჯისტიკის ოპერაციების ანალიტიკოსი– თბილისი

აპრილი 11, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

“კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია “Majid Al Futtaim Retail”, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

“კარფურის” მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

“კარფური” როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში.

“კარფური”-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

“მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია – კარფური” ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერაციების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კარფურის საოპერაციო მხარის: ტრანსპორტი, საწყობი, შეკვეთების განაწილება – ანალიტიკური ფაილების აწყობა და დამუშავება;
** რეპორტინგის სისტემის შექმნა: საჭირო და პერიოდული ფაილების ამორჩევა და გაგზავნა – განხილვის პროცესის დაორგანიზება;
** KPI სისტემის აწყობა საოპერაციო მიმართულებებზე. მიზნების განსაზღვრა და მონიტორინგი;
** მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და ანალიტიკური კუთხით დახმარება;
** პროცესების გაწერაში ჩართულობა და მათი დახვეწა;
** ფაილების ავტომატიზაცია.

მოთხოვნები:

** Advanced Excel-ის ცოდნა: ექსელთან მუშაობის დიდი გამოცდილება, რთული და კომპლექსური ფორმულების წაკითხვა/დაწერა/გააზრება. ფაილების ავტომატიზაციისთვის საჭირო უნარები და ტექნიკური დეტალების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ლოჯისტიკის/ოპერაციების მიმართულებით გამოცდილება;
** მათემატიკური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, გუნდურობა, მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – ლოჯისტიკის ოპერაციების ანალიტიკოსი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!