სუშის მზარეული – ქუთაისი

ივნისი 22, 2022
განაცხადის დასრულება: ივლისი 17, 2022
განაცხადი

Სამსახურის აღწერა

“კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია “Majid Al Futtaim Retail”, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

“კარფურის” მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

“კარფური”, როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური”-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

“მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” – “კარფური” ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში პროფესიული მიმართულებით: სუშის მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სუშის მოსამზადებლად საჭირო პროდუქციის გასუფთავება და დაჭრა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით;
** სხვადასხვა სახეობის სუშის მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგება, პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.

მოთხოვნები:

** მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება/პროფესიული განათლება კულინარიის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ან
გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://forms.gle/gC7uhZd7jFQsuzzg6

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – “სუშის მზარეული ქუთაისში”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!