შეკვეთების და IT კოორდინატორი– ქუთაისი

Application deadline closed.

Job Description

“კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია “Majid Al Futtaim Retail”, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

“კარფურის” მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

“კარფური”, როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური”-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

“მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია – კარფური” ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში, შეკვეთებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** IT მოწყობილობების მონიტორინგი და მათი გამარულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების დახმარება მათი სამუშაო გარემოს გამართულად მუშაობისთვის (e-mails, network problems, etc.);
** სხვადასხვა სისტემურ პრობლემაზე მუშაობა მისი უშუალო სუპერვაიზორის დაქვემდებარების ქვეშ;
** პერიოდული განმეორებითი დავალებების შესრულება და რეპორტების წარმოება;
** კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტული პროცედურების კონტროლი;
** შეკვეთების შესაბამის პროგრამაში ასახვა, მომწოდებლებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

მოთხოვნები:

** IT მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com; წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “შეკვეთებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორი, ქუთაისში”.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.