დამსაქმებლის შეხვედრა სტუდენტებთან

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებს შეხვდნენ კომპანია ,,მეიჯერელ ჯორჯიას” წარმომადგენლები. მეიჯერელ საქართველო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდთან ისეთ ინდუსტრიებში თანამშრომლობს, როგორიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია…

📌მეიჯერელი საქართველოს სამ ქალაქში, საერთაშორისო გუნდისა და კომპანიის უნიკალური კულტურის მეშვეობით, თითოეული გუნდის წევრისათვის წარმოუდგენელ კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის.

📌აღნიშნულ კომპანიას ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული და ყველა დასაქმებულ სტუდენტს სთავაზობს მათზე მორგებულ გრაფიკს, რათა შეუფერხებლად შეძლონ ლექციებზე დასწრება და სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

📍კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდებზე:

www.majorel.com

https://www.facebook.com/MajorelGeorgia/